ბინები დღიურად
სწრაფად და მარტივად.
გინდა მეტი გამოხმაურება?
ბევრად მიმზიდველი, მიიღო მეტი ხილვადობა
რაც საბოლოო ჯამში შენს შემოსავალს გაზრდის.
ბევრად სწრაფად ქირავდება.
ბოლო განცხადებები
ბლოგი
დღიურად ბინები
დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს ბინას დღიურად და ძებნის პროცესში, სირთულეებს აწყდება. ჩვენ შევეცდებით სასარგებლო რჩევები მოგცეთ, თუ როგორ შეარჩიოთ სასურველი ბინა, რა მახასიათებლებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, განვიხილავთ როგორია საშუალო ღირებულება ქალაქების მიხედვით, რამდენად გჭირდებათ ხელშეკრულების გაფორმება და სხვა საჭირო საკითხებსაც მიმოვიხილავთ.
რას ნიშნავს ბინის დღიური გაქირავება?
თუ ბინა მოკლე პერიოდით, ერთი დღით ან რამდენიმე კვირით ქირავდება, ესეიგი, ეს ბინის დღიური გაქირავებაა, რომელიც, საკმაოდ სარფიანი ბიზნესია. Ხანგრძლივი დროით ბინის გაქირავებიგან განსხვავებით, დღიურად გაქირავებისას შანსია მეტი მოგება ნახოთ. Მაქსიმალური დატვირთვისას კი, შესაძლოა, 2-3-ჯერ აღემატებოდეს ყოველდღიური შემოსავალი ყოველთვიურ შემოსავალს.
Რადგან დამქირავებელი მცირე დროით რჩება, გაცილებით მარტივია სახლზე იზრუნოთ. ყოველი ახალი მომხმარებლის მიღებამდე, სახლის დასუფთავებასა და შემოწმებას მოახერხებთ, მაგრამ თუ ამ ყველაფერს თქვენ ვერ ასწრებთ, დამხმარის დაქირავება მოგიწევთ, რაც ხარჯებს ზრდის.
გარდა ამისა, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ბინა გარკვეული პერიოდი თავისუფალი დარჩეს და შეთანხმების შემდეგ ბოლო წუთს გააუქმონ. Ნამდვილად ნაკლები სტაბილურობაა, თუმცა თუ ყველაფერს კარგად დაალაგებთ და ააწყობთ, როგორც აღვნიშნეთ, სარგებელი საგრძნობლად მეტი გამოდის.
კიდევ ერთი ძალიან დიდი უპირატესობა, რაც ბინის დღიურად გაქირავებას უკავშირდება, მოქნილობაა. თქვენ ხელშია, როდის გააქირავებთ, როდის იტყვით უარს დაჯავშნაზე და რა მიზეზით. თუ დამხმარეც გყავთ, მაშინ არ არის აუცილებელი სრულად იყოთ ჩართული და მშვენიერ პასიურ შემოსავალს მიიღებთ.
თავის მხრივ, რატომ უნდა იქირაოთ ბინა 1 თვით, როცა მხოლოდ რამდენიმე დღით გჭირდებათ? თან, სასტუმრო, ძირითადად უფრო ძვირი ჯდება და ვერ გთავაზობს ყველა იმ კომფორტს, რასაც კერძო ბინაში მიიღებ. დიდწილად, ეს საკუთარ სამზარეულოსა და მეტ კონფიდენციალურობას უკავშირდება. Შეგიძლიათ ისეთი ბინაც ნახოთ, სადაც შინაური ცხოველების ყოლაც დაშვებულია.
პოპულარული რეგიონები
ბინები თბილისში დღიურად და ბინები ბათუმში დღიურად ყველაზე მოთხოვნადია. Შემდეგ სეზონების მიხედვით, ქობულეთი და ბაკურიანი მოდიან. ასევე, პოპულარულია ქუთაისი და რუსთავი.
თბილისში ლოკაციები უბნების მიხედვით იშლება და სტატისტიკის თანახმად, ბინა დღიურად გლდანში ყველაზე მოძებნადია. გამოსარჩევია წერეთელი, ვარკეთილი და დიდი დიღომიც.
ალბათ, ფიქრობთ, რომ ბათუმით მხოლოდ ზაფხულში და ივლისი-აგვისტოს თვეში ინტერესდებიან. Რეალურად, ბათუმი წლის ყველა პერიოდში მოთხოვნადია და ზამთარშიც ტურისტებისთვის საყვარელი ადგილია.
ორბის ბინები დღიურად ბათუმში მუდმივად დატვირთულია და ამას თავისი მიზეზებიც აქვს. Საკმაოდ მისაღებ ფასთან ერთად, კომპლექსი სტუმრებს მომსახურეობის სრულ სერვისს სთავაზობს: დაცვა, დასუფთავება, ნომრების მომსახურება სამრეცხაო და სხვა.
ამავდროულად, ზღვიდან მხოლოდ 50-100 მეტრით არის დაშორებული და ძირითადად, ნომრები კეთილმოწყობილია ავეჯითა და თანამედროვე ტექნიკით.
თავის მხრივ, Ბათუმიდან 30 წუთის სავალზეა ქობულეთი და როგორც ამბობენ, ბინის დაქირავება ქობულეთში ერთ-ერთი ყველაზე იაფი არის და შესაძლოა, ბინები დღიურად 10 ლარად თავისუფლად მოიძიოთ.
როგორ შევარჩიოთ სასურველი ბინა დღიურად?
Პირველ რიგში, განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი. აირჩიეთ რამდენიმე ლოკაცია და გადახედეთ, რა ფასებია ბაზარზე. დაინტერესდით, როგორ არის ბინა კეთილმოწყობილი და როგორ კომფორტს გთავაზობთ. Პირობითად, არის თუ არა კონდიციონერი, გამათბობელი, ინტერნეტი, ლიფტი. დარწმუნდით, რომ რეალურ მესაკუთრეს ესაუბრებით და გადაამოწმეთ სხვადასხვა კითხვის დასმით.
ერთ-ერთი საუკეთესო გზა სასურველი ბინის შესარჩევად, სხვა სტუმრების მიერ დატოვებული მიმოხილვების (რევიუების) გათვალისწინებაცაა. უკვე ნამყოფი სტუმრები კომენტარებს წერენ და აღნიშნავენ, რამდენად მოეწონათ მასპინძლის მომსახურება, რამდენად იყო ბინაში სისუფთავე და რამდენად დახვდათ ყველაფერი ისე, როგორც აღწერაში ნახეს.
Როგორც წიგნი არ ფასდება მხოლოდ გარეკანით, ისე არ შეაფასოთ გასაქირავებელი ბინა მხოლოდ ფოტოებით. Შესაძლოა, ფოტოებზე იდეალური მოჩანდეს, მაგრამ დამატებით, ყურადღება მიაქციეთ ყველა დეტალს.
მდებარეობა და ინფრასტრუქტურა, მოხერხებულობა და მოქნილობა ტურისტებისთვის
ტურისტს მოგზაურობისას ღირშესანიშნაობებისა და ყველაზე საინტერესო ადგილების დათვალიერება სურს. ცენტრში ბინების ფასი ყოველთვის მაღალია და ამიტომ, ზოგიერთი მათგანი გარეუბანში ამჯობინებს შედარებით იაფად ქირაობას. არადა, ეს გამოსავალი ნაკლებად არის. ტურისტი რამდენიმე დღეში ვერ მოასწრებს სატრანსპორტო სიტუაციას ალღო აუღოს და დაზოგილი თანხა ტაქსებსა და საცობებში დაეხარჯება.
არ არის აუცილებელი მაქსიმალურად ცენტრში იყოთ. მთავარია, ტრანსპორტის ორ-სამჯერ გამოცვლა არ გჭირდებოდათ და მოხერხებულად გადაადგილება შეძლოთ.
დამატებითი უპირატესობაა, თუ სურსათის მაღაზიებთან, ბანკებთან და აფთიაქებთან ახლოს იცხოვრებთ.
ფასი, საშუალო ღირებულება სხვადასხვა ქალაქში
თბილისში ბინის ქირაობა ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე, ვაკეში და საბურთალოზეა. ყველაზე იაფი კი გლდანსა და ისან-სამგორშია.
- მთაწმინდა
- ვაკე
- საბურთალო
- Ჩუღურეთი
- კრწანისი
- დიდუბე
- ნაძალადევი
- გლდანი
- ისანი
- სამგორი
Შედარებისთვის, ისან-სამგორში ფასები 30 ლარიდან იწყება, ხოლო, მინიმალური ღირებულება მთაწმინდა/ძველ თბილისში 80-90 ლარია.
იგივე საბურთალოზე შეგიძლიათ ბინა 50 ლარადაც ნახოთ. განსხვავება ის არის, რომ 50 ლარი მხოლოდ რამდენიმე საათს მოიცავს და არა მთლიან დღეს.
დიდუბე-ჩუღურეთი საშუალო გამოსავალს წარმოადგენს და შეხვდებით, როგორც ბიუჯეტურ, ისე ძვირიან სახლებს.
ქუთაისსა და ბათუმში ფასები დაახლოებით თანაბარია და მინიმალური 40 ლარიდან იწყება.
ღირებულებაზე ლოკაციის გარდა, კეთილმოწყობას, სივრცესა და დამატებით ბენეფიტებს აქვს გავლენა.
ბინის მახასიათებლები და კეთილმოწყობა
Როდესაც ბინას ქირაობთ, სრულად უნდა იყოს კეთილმოწყობილი, რათა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ. Რაც უფრო მეტ კომფორტს მიიღებთ ბინაში ყოფნისას, მით მეტი შანსია კიდევ დაბრუნდეთ. კეთილმოწყობის სიის დაუსრულებლად გაგრძელება შეგვიძლია, თუმცა სახლში თუ ეს 21 რამ დაგხვდებოდათ, ნამდვილად ხელსაყრელი იქნებოდა.
- 24 საათიანი check-in
- Სწრაფი Wifi/ინტერნეტი
- ელექტრო ადაპტერები და დამტენები
- ყავის, ჩაისა და საჭმლის გასაკეთებლად საჭირო ატრიბუტები
- ცხელი წყალი
- Რუკა/გზამკვლევი და რეკომენდაციები
- Მოსახერხებელი მაგიდა და მერხი - მათთვის, ვინც ონლაინ მუშაობს
- Საკაბელო ტელევიზია
- წიგნები
- Სამაგიდო თამაშები
- Ცენტრალური გათბობა
- Სარეცხი მანქანა
- კონდიციონერი
- Მაცივარი
- Პირსახოცები
- ფენი
- პირველადი სამედიცინო დახმარების პაკეტი
- Პარკინგის ადგილი
- Სათავსო
- Ბუხარი
- ლიფტი
თუ რაიმე დამატებითი მოთხოვნა გაქვთ, უმჯობესია მესაკუთრეს ამაზე წინასწარ შეუთანხმდეთ.
მესაკუთრის შემოწმება
Როცა უამრავ ბინას შორის თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი აღმოაჩინეთ. გაწყობთ, როგორც ბიუჯეტით, ისე მდებარეობით და სხვა მახასიათებლებით, ერთადერთი რამ რჩება. დაურეკოთ მესაკუთრეს და ჰკითხოთ, თავისუფალია თუ არა. ამ დროს, კითხვა გიჩნდებათ, რამდენად რეალურია ეს განცხადება და როგორ შეგიძლიათ გაიგოთ ეს.
ამის გასაგებად, საჭიროა დეტალურად გამოკითხოთ ინფორმაცია ბინის შესახებ და მცირე დეტალებზეც კი ყურადღება გაამახვილოთ. Მაგალითად, რა ტიპის ტელევიზია და ინტერნეტია სახლში შემოყვანილი. Წყალი დენის გამათბობლით ცხელდება თუ გაზის გამათბობლით. Რა არის სადარბაზოში შემოსასვლელი კარის კოდი. აქვს თუ არა სეიფი ძვირფასი ნივთებისა და ფულის შესანახად.
თუ მაინც ვერ დარწმუნდით, თხოვეთ კონკრეტულ ნივთს ან ოთახს ახლიდან გადაუღოს ვიდეო და ისე გამოგიგზავნოთ.
შეეკითხეთ, რა შენობები/მაღაზიები მდებარეობს ახლომახლო.
როგორ ავიცილოთ თავიდან პრობლემები ბინის დღიურად ქირაობისას?
Სანამ ბინას საბოლოოდ იქირავებთ, გადაამოწმეთ, არის თუ არა რეალურად გამქირავებლის საკუთრებაში. უმჯობესია, თანხა ადგილზე ბინის დათვალიერებისას გადაიხადოთ. თუ ანგარიშზე ჩარიცხვა გიწევთ, დანიშნულებაში მიუთითეთ, რომ ბინის საქირავებელი თანხაა.
თუ ხელშეკრულებას აფორმებთ, თითოეული პირობა კარგად გადაიკითხეთ და მაშინვე ხელი არ მოაწეროთ. იცოდეთ, რასზე იქნებით პასუხისმგებელი.
Მესაკუთრესთან ერთად სახლის ყველა ნაწილი დაათვალიერეთ და შეამოწმეთ, სადმე დაზიანების ან ცვეთის კვალი არ ეტყობოდეს. თუ შეამჩნიეთ, აღნიშნეთ და მიუთიეთ. Შეგიძლიათ ფოტო ან ვიდეო გადაუღოთ თავის დასაზღვევად.
ხშირად დასმული კითხვები
რა საბუთებია საჭირო ბინის დღიურად ქირაობისას?
Ბინის დასაქირავებლად მხოლოდ პირადობის მოწმობა, პასპორტი ან მართვის მოწმობა დაგჭირდებათ. Მესაკუთრე გადაუღებს ან არ გადაუღებს ასლს თქვენ მიერ წარდგენილ რომელიმე დოკუმენტს და უკან დაგიბრუნებთ. დამატებით სხვა საბუთს არ ითხოვენ.
შესაძლებელია თუ არა დაბინავება დაჯავშნისთანავე?
დაჯავშნამდე აუცილებლად დაურეკეთ მეპატრონეს და გაარკვიეთ, როდის და რომელ საათზე არის შესაძლებელი დაბინავება. Ხშირად, დამატებითი დრო დალაგებასაც მიაქვს. დარეკვისას დააზუსტეთ, როდის და რომელ საათზე მოგიწევთ ბინის დაცლა.
საჭიროა თუ არა ყოველდღიური ქირავნობის ხელშეკრულების დადება?
Სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არაფერს ამბობს დღიურად გაქირავებაზე. Პრაქტიკის თანახმად, მხარეები ხელშეკრულებას არ აფორმებენ და სიტყვიერად თანხმდებიან. Მიუხედავად ამისა, კერძო სამართალი იძლევა საშუალებას, მხარეებმა ხელშეკრულება გააფორმონ და ჩაწერონ მათთვის მისაღები საკითხები. ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ზოგად სამართლის პრინციპებსა და კანონით აკრძალულ დანაწესებს.
ერთადერთი გამონაკლისი იურიდიული პირის მდგომარეობაა, მაგრამ აუცილებელია წინასწარი შეთანხმება მესაკუთრესთან.
დასკვნა, რჩევები დღიური ბინის არჩევისთვის
ჩᲡაბოლოო ჯამში, ახლა მეტად ინფორმირებული ხართ და დღიურად ბინის ქირაობისას, მთავარი დეტალები აღარ გამოგრჩებათ. გამოიყენეთ ყველა ის რჩევა და რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ წაკითხვისას შეგხვდათ.
Მდებარეობა, ფასი, კეთილმოწყობის სია, მესაკუთრის შემოწმება და შემდგომ მესაკუთრესთან წინასწარი შეთანხმება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია დღიურად ბინის ქირაობისთვის.