ბინები ბათუმში დღიურად

სულ: 1 განცხადება

ქირავდება დღიურად

განცხადება
შემოწმებულია
22 აგვისტო 2024 / 17:59
180

ბათუმში ბინები დღიურად

Ბათუმი ყველაზე ტურისტული ქართული ქალაქია და ტურისტების რაოდენობა ყოველ წელს საგრძნობლად იზრდება. ტურისტების სიმრავლიდან გამომდინარე, ბაზარზე გასაქირავებელი უძრავი ქონების ღირებულება მატულობს და გარეუბნებში, სადაც ადრე ბინას ნაკლებ ფასად ნახავდით, დღეს სიტუაცია უკვე შეცვლილია. ამ სტატიაში საჭირო რჩევებს მოგცემთ, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ბინის შერჩევისას, ბათუმის გამორჩეულ ლოკაციებსაც მიმოვიხილავთ, ქირავნობის სამართლებრივ მხარეს შევეხებით და ბინის ქირაობის პროცესს გაცილებით გაგიმარტივებთ.

რატომ არის ბათუმი მიმზიდველი ბინების დღიურად გაქირავებისთვის?

Ბათუმი ნამდვილად უნიკალური და თამამად შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საოცარი ზღვისპირა ქალაქია.

ულამაზესი პატარა ქუჩებით, ბულვარით, პიაცათი, ალი და ნინოს ქანდაკებით, ბოტანიკური ბაღით, მართმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიებით, მეჩეთებით და სხვა უამრავი საინტერესო ღირშესანიშნაობით დახუნძლული.

დიდი პოპულარობით სარგებლობს ცენტრალური და თევზის ბაზრები. თევზის ბაზარი ზღვის პროდუქტების მოყვარულებს მიდიებით, კიბორჩხალებითა და სხვადასხვა სახეობის თევზით იზიდავს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის მაკდონალდსის შენობა 2014 წელს მსოფლიოს საუკეთესო კომერციულ შენობად დასახელდა.

ასეთ ქალაქში ბინის დღიურად დაქირავებაზე დიდი მოთხოვნაა. საკმაოდ ბევრი კომპანია არსებობს, რომლებსაც შეუძლიათ გაქირავების პროცესი სრულად თავის თავზე აიღონ, თქვენ კი სოლიდურ პასიურ შემოსავალს მიიღებთ.

თუ ამ ყველაფერს თავად გაუძღვებით, არ მოგიწევთ დამატებითი ხარჯის გაწევა და მაშინ გააქირავებთ, როცა მოგესურვებათ. თანხასაც წინასწარ მიიღებთ და ხანგრძლივი გაქირავებისგან განსხვავებით, დღიურად გაქირავებისგან არასდროს არის სახლიდან გასვლაზე რაიმე პრობლემა.

თან, დღიური გაქირავება სრულად დატვირთვისას, 2-3-ჯერ მეტ შემოსავალს მოგიტანთ.

ბათუმის ბინების უპირატესობები სასტუმროებთან შედარებით

როდესაც მოგზაურობას ან დასვენებას გეგმავთ, ავტომატურად სასტუმროს დაჯავშნაზე იწყებთ ფიქრს. არადა, ბინებში მეტ კომფორტს ნახავთ, ვიდრე სასტუმროში.

სასტუმროში საჭმელს თავად ვერ გააკეთებთ და ხშირად, ოთახში მაცივარიც არ არის. სამაგიეროდ, კარგად კეთილმოწყობილ სახლში ყველაფერია ( გაზქურა, ჭურჭელი…), რაც საჭმლის გასაკეთებლად არის საჭირო.

Სასტუმროში ერთ ოთახს ქირაობთ და სანაცვლოდ, ერთ ან ორ ოთახიანი ბინის დაქირავებას შეძლებთ. შესაბამისად, მეტი სივრცე გექნებათ გამოსაყენებლად. ასევე, მეტი კონფიდენციალურობა და ნაკლები შეწუხება მომაბეზრებელი მეზობლებისგან.

Საოჯახო სასტუმროებში მომხმარებლებს შეზღუდვები აქვთ შემოსვლასთან და გასვლასთან დაკავშირებით. Მესაკუთრეებს, Ხანდახან, საკმარისი რაოდენობის გასაღების ასლიც არ აქვთ, რომ ყველა სტუმარს გადასცენ.

Რთულია ისეთი სასტუმრო იპოვოთ, რომელშიც შინაური ცხოველის მიყვანას მოახერხებთ. Მსგავსი ბინის შოვნა უფრო მარტივია.

როგორ მოვძებნოთ იდეალური ბინა ბათუმში?

პირველი კითხვა, რაც უნდა დასვათ: რამდენად არის დაშორებული ბინა ზღვიდან? რადგან თუ, რეალურად იდეალურ ბინას ეძებთ, ზღვასთან მისავლელად ტრანსპორტი არ უნდა სჭირდებოდეს.

Ბათუმის საზოგადობრივი ტრანსპორტი ავტობუსისგან, სამარშუტო ტაქსისგან და საბაგიროსგან შედგება. გაზრდილი მოსახლეობის პირობებში, ცენტრალურ უბნებში საცობებია და გადაადგილება გართულებულია. ამიტომაც გირჩევთ, სახლი ზღვასთან ახლოს მოძებნოთ. თუ საკუთარი მანქანით ხართ, პარკინგის ამბავი მოიკითხეთ.

Რაც ყველაზე მთავარია, ბინა თქვენ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს და არც ზედმეტად ძვირად ფასობდეს. განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი, ჩამოწერეთ რა გსურთ დაგხვდეთ იმ სახლში, საიდანაც ზღვა ახლოდან მოჩანს.

იდეალური ადგილები ბათუმში ბინის საქირავებლად

Ბათუმში ყველაზე ცნობილი ქუჩა ზურაბ გორგილაძის ქუჩაა. ადრე მას მაქსიმ გორკის ქუჩა ერქვა და ბევრი ახლა ისევ გორკის ქუჩად მოიხსენიებს. გორგილაძე ცნობილი აჭარელი პოეტი გახლდათ და მის საპატიცემულოდ ეწოდა.

გორგილაძიდან ახლოს არის ზოოპარკი, ნურის ტბა, დელფინარიუმი, რესტორნები და სხვა ადგილები.

ჭავჭავაძის ქუჩა ერთ-ერთი ყველაზე დიდია და წლების განმავლობაში, იმით იყო ცნობილი რომ, მხოლოდ ჭავჭავაძეზე ჰქონდათ გახსნილი ბანკებსა და ტექნიკის მაღაზიებს ფილიალები.

ერას მოედანი იგივე ევროპის მოედანი მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარეობს. აქ დგას მედეას ქანდაკება და ირგვლივ სასტუმროები, კაფეები და რესტორნებია.

ერთ-ერთი დაუფასებელი და ნაკლებად ცნობილი ტერიტორია ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაა. ზღვასთან საკმაოდ ახლოს არის და ცენტრთან შედარებით დაბალი ფასებია. აქვეა, აკვაპარკი და ორბის კომპლექსები.

თუ სიმშვიდესა და სიწყნარეს ეძებთ, მახინჯაურსა და მწვანე კონცხზე შეაჩერეთ არჩევანი. დასახელებითაც მიხვდებით, რომ ყველაზე გამწვანებული ადგილი სწორედ მწვანე კონცხზეა და ბოტანიკური ბაღიც.

მახინჯაურის სანაპიროზე ხალხმრავლობა არასდროს არის და წყალიც სისუფთავეს ინარჩუნებს.

რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის არჩევისას?

Ბათუმში იდეალური ბინა 4 მახასიათებლით უნდა იყოს აღჭურვილი:

  • კეთილმოწყობა
  • სანდო მესაკუთრე
  • ადგილმდებარეობა
  • ფასი

კეთილმოწყობის სიის დაუსრულებლად გაგრძელება შეგვიძლია, თუმცა დღევანდელ რეალობაში 24 საათიანი ინტერნეტის, გამათბობლის, კონდიციონერის, გაზქურის, მაცივრის, სარეცხი მანქანისა და ერთჯერადი ატრიბუტების (პირსახოცი, ჩუსტი…) გარეშე ცხოვრება ძალაინ არაკომფორტულია.

მნიშვნელოვანია, დაჯავშნის წინ და დაჯავშნის შემდეგ საქმე სანდო და ყურადღებიან მესაკუთრესთან გქონდეთ.

ადგილმდებარეობის არჩევა თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ ბათუმში თუ ზღვიდან 5-10 კილომეტრით ხართ დაშორებული, ეს ადგილი იდეალური ნამდვილად არ იქნება.

და ბოლოს ფასი, თუმცა რელევანტური ფასი, სერვისისა და მომსახურების შესაბამისი.

როგორ დაჯავშნოთ ბინა დღიურად ბათუმში?

პირველი ეტაპი: შეარჩიეთ სასურველი ბინა და დაუკავშირდით მესაკუთრეს.

Მეორე ეტაპი: გამოჰკითხეთ ყველა თქვენთვის საჭირო დეტალი. დააზუსტეთ კეთილმოწყობის სია. თუ ეჭვი გეპარებათ მესაკუთრის სანდოობაში, სთხოვეთ სახლის ფოტო-ვიდეო თავიდან გამოგიგზავნოთ ან დაუსვით კონკრეტული შეკითხვები. მაგალითად, რომელი პროვაიდერის ინტერნეტი აქვს ან რომელი ბრენდის კონდიციონერი.

Მესამე ეტაპი: შეუთანხმდით რომელ დღეს მიხვალთ და რომელ საათზე. Რომელ სართულზე არის ბინა და აქვს თუ არა სადარბაზოს კარს კოდი.

Მეოთხე ეტაპი: მხოლოდ სანდოობის გადამოწმების შემდეგ, გადაურიცხეთ თანხა პირად ანგარიშზე ან შეხვედრისას ჩაურიცხეთ ან ნაღდი ფული მიეცით. არ დაგავიწყდეთ, საბანკო ტრანსფერზე დანიშნულების მითითება.

Მეხუთე ეტაპი: ბინაში მისვლისას ოთახები ერთად შეამოწმეთ და რაიმე დეფექტის პოვნის შემთხვევაში, გადაიღეთ ფოტო-ვიდეო, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი პრობლემები.

Მეექვსე ეტაპი: ჩაიბარეთ გასაღები და თუ უკვე იცით გასვლის თარიღი, შეატყობინეთ მეპატრონეს.

რატომ არის პოპულარული ბინები ორბის კომპლექსებში?

ორბი ჯგუფს საქართველოში 21 წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული და მათი უმეტესობა სწორედ ბათუმში. განსაკუთრებით ცნობილია ორბი სითი და ორბი რეზიდენსი.

ორბი სითი მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც სამ 55 სართულიან სასტუმრო ნაგებობასა და ინფრასტრუქტურულ ბლოკს მოიცავს.

თითოეული აპარტამენტი აღჭურვილია სრული რემონტით, თანამედროვე დიზაინის ინტერიერით, იტალიური ავეჯითა და მსოფლიო ბრენდების მიერ წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით.

ზღვიდან დაშორება მხოლოდ 50 მეტრია და თვითონ კომპლექსი სრულ სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს: დაცვა, რესეფშენი, დასუფთავება, ნომრების მომსახურება, სამრეცხაო და სხვა.

ამავდროულად, ორბის ბინები დღიურად რელევანტურ ფასებში არის წარმოდგენილი, ზუსტად ამიტომ კომპლექსი ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია.

ხშირად დასმული კითხვები

რა საბუთებია საჭირო ბათუმში ბინის დღიურად ქირაობისას?

დღიურად ქირაობისას გამქირავებელი და დამქირავებელი ხელშეკრულებას ძალიან იშვიათ შემთხვევებში აფორმებენ. Სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულება შეადგინონ და ნოტარიულადაც კი დაამოწმონ, თუმცა ეს პრაქტიკაში არ ხდება.

Საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა გქონდეთ და მესაკუთრემ, შესაძლოა, პირადობა ფოტო გადაუღოს, შესაძლოა, არც.

სხვა დამატებით საბუთს არ ითხოვენ.

შესაძლებელია თუ არა დაბინავება დაჯავშნისთანავე?

დაბინავება დაჯავშნისთანავე შესაძლებელია, თუ სახლის მეპატრონესთან შეთანხმდებით. აქტიურად აწარმოეთ მასთან ელექტრონული ან სატელეფონო კომუნიკაცია და შეუთანხმდით, რომელ საათზე შეხვალთ და გამოხვალთ ბინიდან.

ბათუმში დღიური ბინების საშუალო ფასები?

Ბათუმში ბინების ფასი 30 ლარიდან იწყება და 500 ლარამდეც კი აღწევს.

უბნების მიხედვით, საშუალო ფასები შემდეგია:

  • აეროპორტის უბანი: 50-70 ლარი
  • აღმაშენებელი: 50-70 ლარი
  • ბაგრატიონი: 30-70 ლარი
  • ბონი-გოროდოკი: 35-60 ლარი
  • რუსთაველი: 50-100 ლარი
  • ძველი ბათუმი: 50-100 ლარი
  • ხიმშიაშვილი: 30-70 ლარი
  • ჯავახიშვილი: 30-70 ლარი

Რა თქმა უნდა, ფასებზე უდიდეს გავლენას კეთილმოწყობაც ახდენს და ბაგრატიონზეც შეხვდებით 200 ლარიან აპარტამენტს. ეს სია დაგეხმარებათ გარკვეული წინასწარი ცოდნა გქონდეთ, რომელ უბანში, დაახლოებით როგორი ფასებია.

დასკვნა

უკვე იცით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, სად არის გამორჩეული ადგილები და ქუჩები. ბინების Საშუალო ღირებულება და მცირე სამართლებრივი პროცედურებიც გაარკვიეთ.

საბოლოო ჯამში, ახლა უფრო მეტად ინფორმირებული ხართ და გაცილებით გაგიმარტივდებათ ბინის დაქირავების პროცესი.

Ბათუმი ის ქალაქია, სადაც ერთხელ მაინც უნდა ჩახვიდეთ და შემდეგ მას ვეღარ მოწყდებით.