სამომხმარებლო შეთანხმება

აღნიშნული სამომხმარებლო შეთანხმება აწესრიგებს ურთიერთობას ი/მ ალექსანდრე გოგუაძე -ს სერვისის ადმინისტრატორსა და სერვისის მომხმარებლებს შორის განცხადებების მასალისა და ტექსტური შეტყობინების განთავსებასთან დაკავშირებით.

ი/მ ალექსანდრე გოგუაძე შემდგომში მოქმედი ვებ-გვერდი ბინებიდღიურად.NET

სამომხმარებლო შეთანხმების ყველა პუნქტი განკუთვნილია ბინებიდღიურად.NET - ის ყველა მომხმარებლისა და განმცხადებლისათვის.

ბინებიდღიურად.NET - ის ნებისმიერი სერვისის მოხმარებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოცემული სამომხმარებლო შეთანხმების ყველა პუნქტს, წინააღმდეგ შემთხვევაში გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ბინებიდღიურად.NET - ის სერვისს.

1. ტერმინები და განმარტებები

1.1. კომპანია - ბინებიდღიურად.NET
1.2. პორტალი - ინტერნეტ გვერდი, https://binebidgiurad.net
1.3. განცხადება - ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გასაქირავებელი პროდუქციის/მომსახურების შესახებ.
1.4. მომხმარებელი - პირი რომელიც ვებ-გვერდის საშუალებით ღებულობს სასურველ ინფორმაციას.
1.5. განმცხადებელი - ფიზიკური და იურიდიული პირი, უძრავი ქონების მესაკუთრე, სააგენტო, აგენტი, კომპანია (რომელიც მომხმარებელს თავაზობს პროდუქტსა და მომსახურებას), რეგისტრირდება ვებ-გვერდზე და აქვეყნებს განცხადებებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, პროდუქტსა და მომსახურებაზე, ასევე ფირმის საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადებას.
1.6. კერძო პირი – ფიზიკური ან იურიდიულიპირი, რომელიც არარის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო.
1.7. მესაკუთრე ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ერთერთი ბინის მესაკუთრე.
1.8. მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კანონიერ საფუძველზე ფლობს რაიმე სახის საქონელს ან უძრავ ქონებას.

2. მომსახურების ძირითადი წესები და პირობები

2.1.1. ბინებიდღიურად.NET - ი არ არის არცერთი გარიგების ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი ან მყიდველი. საიტი არის შუამავალი, რომელიც ეხმარება გამყიდველს და მყიდველს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
2.1.2. ბინებიდღიურად.NET - ს არ ეკუთვნის საიტზე განთავსებული არცერთი პროდუქცია/მომსახურება და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას მათი რეალური მდგომარეობის შესახებ.
2.1.3. მითითებული პროდუქციის/მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლირდება ბინებიდღიურად.NET - ის მიერ.
2.1.4. პორტალზე განთასებული ინფორმაცია ემსახურება მომხმარებლის პროდუქციის რეალიზაციას და კონტაქტის დამყარებას სხვა მომხმარებელთან.
2.1.5. ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
2.1.6. საიტზე ინფორმაციის განთავსებისას ავტორი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა.
2.1.7. მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან.
2.1.8. საიტზე განთავსებულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე.

2.2. რეგისტრაცია

2.2.1. ვებ-გვერდზე განცხადების, პროდუქტის ან მომსახურების განთავსებისთვის მომხმარებელმა უნდა გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია ვებ-გვერდზე.
2.2.2. რეგისტრაციის დასრულება ითვალისწინებს ელექტრუნული დადასტურებას და წინამდებარე „გამოყენების წესებზე თანხმობას, რომელიც აღნიშნულია რეგისტრაციის ფორმაში. მომხმარებელი რეგისტრაციის დასრულებით ადასტურებს, რომ მის მიერ მითითებული ინფორმაცია უტყუარია.
2.2.3. რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.
2.2.4. მომხმარებლის სახელი აუცილებლად უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებული აქტიური ელ. ფოსტის მისამართი. მომხმარებლის სახელი და პაროლი შეიძლება შეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს (A-Z), ციფრებს (0-9) და სიმბოლოებს.
2.2.5. აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.
2.2.6. მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები, საკონტაქტო ნომერი, ელექტონული ფოსტის მისამართი, სქესი, მდებარეობა, დადაბადების წელი.

2.3. განცხადების განთავსება

2.3.1. მომხმარებელს არ აქვს უფლება პორტალზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
2.3.2. პორტალზე განცხადების დამატების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა.
2.3.3. განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული პროდუქციის ან მომსახურების რეალიზაციის უფლება.
2.3.4. მომხმარებელს შეუძლია განათავსოს განცხადება პროდუქციის თუ მომსახურების შესახებ. აღნიშნული პროდუქცია ან მომსახურება აუცილებლად უნდა მიეკუთვნებოდეს შესაბამის პორტალის კატეგორიას.

2.4. განცხადების განთავსების ხანგრძლივობა

2.4.1. განცხადების განთავსების ხანგრძლივობა სტანდარტულია და განისაზღვრება ბინებიდღიურად.NET - ის მიერ.
2.4.2. განცხადების გამოქვეყნების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს განმცხადებლის სურვილისამებრ და/ან 2.4.3. პუნქტის შესაბამისად. 2.4.3. განცხადების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს ვებ-გვერდის ადმინისტრაციის მიერ განცხადების განთავსების ვადების შეცვლის შესაბამისად.

2.5. მომსახურების ღირებულება, ღირებულების ცვლილება და ანგარიშწორება

2.5.1. ბინებიდღიურად.NET - ი განმცხადებელს უხსნის პირად ანგარიშს პორტალზე.
2.5.2. ნებისმიერი ფასიანი მომსახურების მისაღებათ განმცხადებელი ჯერ ავსებს პირად ანგარიშს და შემდეგ იხდის კონკრეტული მომსახურების საფასურს.
2.5.3. მომსახურების ღირებულება რეგისტრირებულ განმცხადებელს ეცნობება უშუალოდ კონკრეტული მომსახურების გაწევის წინ. თუ იგი არ ეთანხმება მომსახურების ღირებულებას მას აქვს უფლება არ ისარგებლოს მომსახურებით და შესაბამისად იგი არ გაწევს არანაირ დანახარჯებს.
2.5.4. კონკრეტული მომსახურების ღირებულება შეიძლება შეიცვალოს ბინებიდღიურად.NET - ის მიერ. ფასის ცვლილება შეეხება ახალ განთავსებულ ან განახლებულ განცხადებებს.

3. მხარეთა უფლება მოვალეობები და პასუხისმგებლობა

3.1.1. კომპანია არ არის არცერთი შეთანხმების თანამონაწილე და არ არის პასუხის მგებელი არც ერთი მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ მომხმარებლებს შორის.
3.1.2. ბინებიდღიურად.NET - ი არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე.
3.1.3. ბინებიდღიურად.NET - ი ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ განცხადების განმთავსებელი პირის საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს.
3.1.4. ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება განთავსებული საიტზე 2.3.1, 2.3.3 და 2.3.4 პუნქტების დარღვევით, წაიშლება და მომხმარებლის სახელი, რომლითაც განათავსდა ასეთი განცხადება იქნება დაბლოკილი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე.

3.2. განმცხადებელი ვალდებულია

3.2.1. რეგისტრაციისას გამოიყენოს მხოლოდ მის გამოყენება/მოხმარებაში არსებული ელექტრონული ფოსტა და მობილური ტელეფონის ნომერი.
3.2.2. განათავსოს მხოლოდ კორექტული ინფორმაცია, რომელიც არ არღვევს მორალისა და ეთიკის ნორმებს.
3.2.3. უძრავი ქონების განცხადებაში არ მიუთითოს ინტერნეტ-ბმული, სურათად არ დაურთოს კომპანიის ლოგოტიპი ან ბრენდის ნიშანი.
3.2.4. მომხმარებელს ეკრძალება განცხადებაში ნებისმიერი სახის რეკლამირება, ან სხვა საიტის ბმულის მითითება.
3.2.5. მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი და პაროლი მესამე პირს.
3.2.6. თუ მომხმარებელს უჩნდება რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა სხვა მომხმარებლის მიმართ, იგი წარადგენს თავის პრეტენზიას უშუალოდ მომხმარებელთან (რომლის მიმართაც აქვს პრეტენზია), ბინებიდღიურად.NET - სგან დამოუკიდებლად. იგი ათავისუფლებს ბინებიდღიურად.NET - ს (ასევე მის ნებისმიერ თანამშრომელს) ყოველგვარი მოთხოვნებისგან. მათშორის: ზარალის კომპენსაციისგან, ხარჯების ანაზღაურებისგან და ნებისმიერი დანახარჯის ან აზღაურებისგან დაკავშირებული საიტის მეშვეობით შემდგარ შეთანხმებასთან.

3.3. ბინებიდღიურად.NET - ი უფლებამოსილია

3.3.1. ბინებიდღიურად.NET - ი უფლებამოსილია ცალხმრივად წინასწარი შეტყობინენის გაგზავნის გარეშე შეცვალოს ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადების ვადა.
3.3.2. გაფრთხილების გარეშე შეიტანოს კორექტივები ან მოხსნას განცხადება ვებ-გვერდიდან სამომხმარებლო შეთანხმებაში არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო და ამ შემთხვევაში განმცხადებელს განცხადებისთვის გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება, კერძოდ:

  • განთავსებული ინფორმაცია ეწინააღმდეგება წინამდებარე გამოყენების წესებს;
  • განცხადების ტექსტი შეიცავს ძალიან ბევრ ორთოგრაფიულ და პუნქტუაციურ შეცდომას;
  • განცხადების სურათები უხარისხოა ან აზრობრივად არ შეესაბამება განცხადების შინაარსს;
  • განცხადება განთავსებულია სხვა რუბრიკაში.
3.3.3. ბინებიდღიურად.NET - ს უფლება აქვს დადებულ განცხადებას გაუწიოს მომხმარებლის მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება.
3.3.4. ბინებიდღიურად.NET - ს უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერ დროს.
3.3.5. ბინებიდღიურად.NET - ი არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე შეტყობინების დაკარგვაზე.
3.3.6. ბინებიდღიურად.NET - ს შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შეთანხმების ცვლილებები ასახული იქნება საიტის მოხმარების წესების განყოფილებაში.

3.4. განმცხადებელი უფლებამოსილია

3.4.1. მოხსნას მის მიერ გამოქვეყნებული განცხადება ვადაზე ადრე, დაარედაქტიროს და თავიდან ატვირთოს.
3.4.2. მიიღოს ვებ-გვერდის ფუნქციონალურობით გათვალისწინებული ნებისმიერი მომსახურება.

3.5. მხარეთა პასუხისმგებლობა

3.5.1. ბინებიდღიურად.NET - ი პასუხს არ აგებს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტესა და ამასთან დაკავშირებით მიყენებულ ზარალზე და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.
3.5.2. ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებელი ეთანხმება ვებ-გვერდის პრინციპებს და მასთან მუშაობის უფლებებსა და ვალდებულებებს.
3.5.3. მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. სხვა პირობები

4.1.მხარეებს შორის ნებისმიერი დავა გადაწყდება მოლაპარაკებების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.2.სამომხმარებლო შეთანხმების თაობაზე ყველა შესაძლო დავა გადაიჭრება საქართველოს საკანონმდებლო ნორმების თანახმად.
4.3.საქართველოს ხელისუფლების მიერ ისეთი ნორმატიულ-საკანონმდებლო აქტების მიღების შემთხვევაში, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეეხება საიტის ფუნქციონირებას, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერი ცვლილებები შეიტანოს საიტის ფუნქციონირებასა და სამოხმარებლო შეთანხმებაში, რათა ეს უკანასკნელი ახალ ნორმებს მიუსადაგოს.