ბინები თბილისში დღიურად

სულ: 8 განცხადება

მყუდრო ბინა დღიურად ძველ თბილისში, მეტრო თავი...

განცხადება
შემოწმებულია
30 ოქტომბერი 2024 / 15:34
120

მყუდრო ბინა ძველ თბილისში, მეტრო თავისუფლების...

განცხადება
შემოწმებულია
30 ოქტომბერი 2024 / 15:34
120

ბინა მეტრო თავისუფლების მოედანთან

განცხადება
შემოწმებულია
30 ოქტომბერი 2024 / 15:34
120

ბინა მთაწმინდაზე. რუსთაველის გამზირზე

განცხადება
შემოწმებულია
30 ოქტომბერი 2024 / 15:33
120

ბინა დღიურად მეტრო თავისუფლების მოედანთან

განცხადება
შემოწმებულია
24 ოქტომბერი 2024 / 16:08
120

მყუდრო ბინა ძველ თბილისში, მეტრო თავისუფლების...

განცხადება
შემოწმებულია
24 ოქტომბერი 2024 / 16:08
120

ქირავდება 2 ოთახიანი (1 საძინებელი. მისღები ო...

განცხადება
შემოწმებულია
24 ოქტომბერი 2024 / 16:08
120

ბინები თბილისში დღიურად

თბილისში სასურველი ბინის დღიურად დაქირავებისას რამდენიმე აუცილებელი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. ნახოთ, ბაზარზე საშუალოდ რა ფასებია და რომელი უბნებია უფრო მოთხოვნადი. როგორ არის კეთილმოწყობილი და ცოტა, სამართლებრივი ასპექტებიც დაგჭირდებათ. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით მოგაწოდოთ სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები რაც საბოლოო ჯამში ბინის დაქირავების პროცესს გაცილებით გაგიმარტივებთ.

რატომ არის თბილისი მიმზიდველი ბინების დღიურად გაქირავებისთვის?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თბილისი საქართველოში ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ლოკაციაა. არის გარკვეული მცდარი წარმოდგენა, რომ თბილისს ტურისტები ნაკლებად სტუმრობენ, რადგან დასათვალიერებელი არც ისე ბევრი რამაა. რეალობა, კი სრულიად სხვა არის.

საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ყველაზე მეტი მათგანი სწორედ თბილისში ჩამოდის თეატრების, ეკლესიების, მუზეუმების, გოგირდის აბანოების, კლუბებისა და სხვა უამრავი საინტერესო ადგილის სანახავად. რა თქმა უნდა, ცალკე აღსანიშნავია ქართული სამზარეულოს ამბავი და ძალიან ბევრი კაფე-რესტორანი, სადაც საუკეთესო ქართული კერძების გასინჯვას მოახერხებთ.

ზუსტად ამიტომ, თბილისში ბინის დღიურად გაქირავება ყველაზე მომგებიანია. არა მარტო დღიურად, მხოლოდ რამდენიმე საათის გაქირავების შემთხვევაშიც შესაძლებელია სოლიდური თანხის მიღება.

Ხშირად, სახლის ხანგრძლივად გაქირავების დროს, გამქირავებლები სხვადასხვა პრობლემას აწყდებიან: თანხის გადაუხდელობა, დაგვიანება, სახლიდან არგასვლა, ტექნიკისა და ინტერიერის საგნების დაზიანება.

დღიურად გაქირავებისას კი ეს საკითხები ნაკლებად ხდება. თანხას წინასწარ იღებთ და შემოსულ სტუმართან დაკავშირებით გასვლის პრობლემაც არ არის.

თან, მაშინ შეგიძლიათ გააქირავოთ, როცა თქვენ მოგესურვებათ და თუ ყველაფერს კარგად დაგეგმავთ, ყოველდღიური გაქირავება ყოველთვიურ გაქირავებაზე 2-3-ჯერ მეტ შემოსავალს მოგიტანთ.

როგორ მოვძებნოთ იდეალური ბინა თბილისში?

თბილისში იდეალურ ბინას 4 მახასიათებელი უნდა ჰქონდეს:

  • კარგი მდებარეობა
  • კეთილმოწყობა
  • Სანდო მესაკუთრე
  • Სათანადო ფასი

Შესაძლოა, კეთილმოწყობილი ბინა მოიძიოთ, მაგრამ ისეთ ტერიტორიაზე, სულ საცობში გიწევდეთ ყოფნა ან პირიქით, საცობს თავს არიდებდეთ, სამაგიეროდ ტექნიკისა და საჭირო ნივთების გარეშე.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ სანდო მესაკუთრესა და სათანადო ფასზე. თუ ერთ ნაწილს გამოვაკლებთ, ბინა იდეალური ნამდვილად აღარ იქნება.

თითოეულ მახასიათებელს დეტალურად ქვემოთ განვიხილავთ.

თბილისის ძირითადი უბნები ბინების დღიურად გასაქირავებლად

თბილისში ყოველდღიურად მილიონზე მეტი ადამიანი გადაადგილება. 600 ათასზე მეტი ადამიანი მანქანით, 500-600 ათასი კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. Შესაბამისად, საცობი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ შემაწუხებელ თემად გადაიქცა.

Შეიძლება ტურისტი ფიქრობს, რომ გარეუბანში ბინის ქირაობით გარკვეულ თანხას დაზოგავს. არადა, თბილისში ეს გამოსავალი ნაკლებად არის. ტურისტი რამდენიმე დღეში ვერ შეძლებს თბილისის სატრანსპორტო სიტუაციას ბოლომდე გაუგოს, დაზოგილი თანხა კი საცობსა და ტაქსებში დაეხარჯება.

არ არის აუცილებელი ზუსტად ცენტრში იცხოვროთ და მაქსიმალურად ახლოს ღირშესანიშნაობებთან და საინტერესო ადგილებთან. Მნიშვნელოვანია, ტრანსპორტის გამოცვლა არ გიწევდეთ და საერთოდ ყველაზე კარგია, თუ მეტროსთან აღმოჩნდებით.

დღეს მეტრო მოძრაობის ყველაზე სწრაფი საშუალებაა. გარდა ამისა, ე.წ. Ბასლაინებზე საჯარო ტრანსპორტი უპირატესობით სარგებლობს.

Მაგალითად, ბინები დღიურად ჰუალინგში საკმაოდ მოთხოვნადია და იაფიცაა, მაგრამ ტურისტს ჰუალინგში დაქირავება არ გამოგადგება. იგივე შეიძლება ითქვას დიდ დიღომზეც.

სასურველი ლოკაციებია:

დღიური ბინების საშუალო ფასები

თბილისში ყველაზე იაფი ბინები ისან-სამგორშია. ფასები 30 ლარიდან იწყება და ყველაზე ძვირი, 80-90 ლარია. Როცა მთაწმინდაზე მინიმალური ღირებულება სწორედ 80 ლარი გახლავთ.

Ბინები დღიურად პეკინზე რამდენიმე საათით, სულ მცირე, 50 ლარი ღირს. Ხანგრძლივად მაცხოვრებელმა რეზიდენტებმა ძირითადად საბურთალოს ტერიტორია დაიკავეს და საბურთალოს გაძვირება ყველაზე მეტად შეეხო.

Წერეთელი კვლავ შუალედურ არჩევანს წარმოადგენს. Ნახავთ, როგორც ძვირიან, ისე იაფიან ვარიანტებს. Ბინები დღიურად დინამოსთან შედარებით ბიუჯეტურია ასავე საკმაოდ მისაღებ ფასებში ბინები დღიურად ახმეტელის მეტროსთან შეიძლება იპოვოთ, შეგიძლიათ განიხილით ბინები დღიურად ვაგზალზე მანდაც საკმაოდ მისაღებ ფასებში შესაძლებელია ბინის დაქირავება.

დაახლოებით წერეთლის მსგავსი მდგომარეობაა დიღმის მასივსა და დიდ დიღომში.

ბინის მახასიათებლები და კეთილმოწყობა

Ბიუჯეტის განსაზღვრისა და უბნის შერჩევის შემდეგ, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რამდენად კეთილმოწყობილია ბინა. კეთილმოწყობის სიის დაუსრულებლად გაგრძელება შეიძლება, თუმცა ჩვენ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებლებზე გავაკეთებთ აქცენტს. დამატებით, რა გსურთ, პირობითად, სამაგიდო თამაშები, წიგნები, საკაბელო ტელევიზია თუ რა, ამაზე ბინის მესაკუთრეს ცალკე შეუთანხმდით.

Ზამთარ-ზაფხულ, სეზონების მიხედვით, გამათბობელი/ცხელი წყალი და კონდიციონერი აუცილებელია. ასევე:

  • 24 საათიანი ინტერნეტი
  • Სარეცხი მანქანა
  • გაზქურა
  • მაცივარი
  • პარკინგის ადგილი
  • პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთები
  • ლიფტი
  • ერთჯერადი ატრიბუტები (პირსახოცი, ჭურჭელი)

Ზოგს მოსახერხებელი მაგიდა სჭირდება, თუ სახლიდან მუშაობს. Ზოგი სათავსოსა და ბუხარს ითხოვს. ეს ყველაფერი შეთანხმების საგანია ან თავიდანვე, ისეთი ბინა ეძებეთ, რომლებიც ამ მახასიათებლებითაც იქნება აღჭურვილი.

თბილისში ბინების დღიურად გაქირავების სამართლებრივი ასპექტები

ყოველდღიური ქირავნობისთვის ხელშეკრულების დადება საჭირო არ არის. Მხარეები ზეპირად თანხმდებიან და ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებენ პირობებს. Მიუხედავად ამისა, სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მაინც შესაძლებელია შეთანხმება წერილობით გაფორმდეს და თუნდაც, ნოტარიულად დამოწმდეს. ეს გარკვეულწილად ხარჯებს უკავშირდება და პრაქტიკაში იშვიათია.

ამასთანავე, დარწმუნდით, რომ რეალურ მესაკუთრესთან გაქვთ საუბარი და სანამ თანხას ჩაურიცხავდეთ, გადაამოწმეთ მისი სანდოობა. Არ დაკმაყოფილდეთ მხოლოდ ელექტრონული მიმოწერით. Გაესაუბრეთ ტელეფონზე ან ვიდეო ქოლით. Მაგალითად, ჰკითხეთ, აქვს თუ არა საკაბელო ტელევიზია ბინაში, რომელი პროვაიდერის ინტერნეტით სარგებლობს. Რომელი ბრენდის გამათბობელით ათბობს სახლს და ასე შემდეგ.

Შეგიძლიათ, საბოლოოდ დარწმუნებისთვის, სთხოვოთ, სახლის რომელიმე კონკრეტული მონაკვეთის ფოტო-ვიდეო თავიდან გამოგიგზავნოთ.

რეკომენდაციები პრობლემების თავიდან ასაცილებად თბილისში ბინის დღიურად ქირაობისას

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP), თბილისი ენერჯი (გაზი) და თელმიკო (ელექტროენერგია) წინა დღით აქვეყნებენ განცხადებებს, თუ რომელ უბანში აპირებენ გეგმიური სამუშაოების ჩატარებას, რაც, რა თქმა უნდა, დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. მით უმეტეს, თუ ბინას დღიურად ქირაობთ. გადაამოწმეთ წინასწარ კომპანიების ოფიციალურ გვერდებზე.

Როცა ბინის შემოწმებას შეუდგებით, ნახეთ, სადმე დაზიანების ან ცვეთის კვალი არ იყოს. თუ შეამჩნიეთ, გადაუღეთ ფოტო-ვიდეო, რათა შემდგომი პრობლემებისგან თავი აირიდოთ და თქვენი ასანაზღაურებელი არ დარჩეს.

რა უბნებია ყველაზე პოპულარული ტურისტული თვალსაზრისით?

კრწანისი, სოლოლაკი, ავლაბარი, ჩუღურეთი (მარჯანიშვილი) ის უბნებია, საიდანაც ტურისტები საინტერესო ადგილებთან მისვლას ყველაზე ადვილად შეძლებენ. მარჯანიშვილის გარდა, რომელსაც მეტრო აქვს, ტურისტებს ამისთვის პრაქტიკულად ტრანსპორტის გამოყენებაც არ დასჭირდებათ.

კრწანისში ძალიან ბევრ ძეგლს, სასახლეს, თეატრს, ეკლესიას და ძველებურ სახელოსნოებს შეხვდებით. Ნარიყალაზე და ქართლის დედასთან ასვლა კრწანისიდან ყველაზე მოსახერხებელია.

ავლაბარი თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია და რატომღაც, ნაკლებად ახსენებენ ტურისტებთან მიმართებით. არადა, სამების, მეტეხის, ღვინის აღმართისა და სხვა ღირშესანიშნავი ადგილების სანახავად, ავლაბარში ბინის დაქირავება მშვენიერი არჩევანია.

Სოლოლაკის ხის აივნიანი, ტრადიციული თბილისური სახლებითაა გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი უბანია არქიტექტურული თვალსაზრისით. Სოლოლაკიდან ძველ თბილისამდე ფეხით 10 წუთის სავალია.

შეჯამება, თბილისში ბინების დღიურად არჩევისას

საბოლოო ჯამში, ახლა მეტად ინფორმირებული ხართ და თბილისში ბინის დაქირავების პროცესი საგრძნობლად გაგიმარტივდებათ.

განსაზღვრეთ რა ბიუჯეტის ფარგლებში გსურთ სახლის დაქირავება. Რომელი უბანი იქნება თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი ქალაქში გადასაადგილებლად. რაიმე დამატებითი მოთხოვნა ხომ არ გაქვთ, რაც კეთილმოწყობის სიას გინდათ დაუმატოთ. გადაამოწმეთ მესაკუთრის სანდოობა რამდენიმე კითხვის დასმით და წინასწარ შეუთანხმდით თითოეულ დეტალზე.